თავდასხმა პოლონელ მესაზღვრეებზე - რა მოხდა თბილისის ცენტრში?
უმოწყალო ანგარიშსწორება მისალმების ნაცვლად - ორი პოლონელი ოფიცერი სასტიკად არის ნაცემი.
თავდასხმის ფაქტი მეიდანზე რესტორნის სათვალთვალო კამერამ ასახა. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ესხმის თავს 20 წლის ახალგაზრდა პოლონეთის საზღვრის დაცვის ოფიცერს, ჯერ ფიზიკურად უსწორდება, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში ძირს აგდებს და კიდევ ურტყამს. ამავე კადრებში ჩანს კიდევ ერთი პირი - 40 წლის კაცი, რომელიც უგონოდ დავარდნილ პოლონელ ოფიცერს, სავარაუდოდ, რკინის საგნას თავში ურტყამს.
თავდახმის შემდეგ 40 წლის კაცმა, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულებებზეა ნასამართლევი, შემთხვევს ადგილი დატოვა და პოლიციას სახლში ელოდებოდა. თავდასხმის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო კი პოლონელ ოფიცრებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
პოლონური მედიის ცნობით, მესაზღვრეებმა საქართველოში პოლონეთიდან დეპორტირებული მოქალაქეები ჩამოიყვანეს და ღამის 2:00 საათზე უკან ბრუნდებოდნენ.