დაკავებული ბათუმელი მედროშის ფოტო საკონსტიტუციო სასამართლოს კედელზე

09.10.25 19:55
დაკავებული ბათუმელი მედროშის ფოტო საკონსტიტუციო სასამართლოს კედელზე

დაკავებული ბათუმელი მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ფოტო, საკონსტიტუციო სასამართლოს კედელზე გამოსახეს.

ამით აქტივისტებმა მისდამი მხარდაჭერა გამოხატეს და მისი პატიმრობა გააპროტესტეს.

ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაწყბეული გამოძიების ფაგრლებში 8 ოქტომბერს დააკავეს. 

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ჭავჭანიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანა და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრა ეზოში.  

ჭავჭანიძეს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები