ეს არის ფსიქოლოგიური ტერორის ერთ-ერთი ხერხი - გიორგი ჩახუნაშვილის შვილი
აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, მამის დაკავებას ფსიქოლოგიური ტერორს ხერხად მიიჩნევს და ამბობს, რომ მათთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო დღეებში ბევრი მისი მეგობარი დააკავეს.
კოტე ჩახუნაშვილი გამოსავლის გზად მხოლოდ პროტესტის გაგრძელებას ხედავს და აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ - “ეს რეჟიმი გავუყენოთ რუსული ხომალდის გზას.“
როგორც ყველას, მამაჩემსაც იმას ერჩიან, რომ სამშობლოსთვის ყველაფერს გაიღებს ადამიანი და შესაბამისად, ის ისეთი ადამიანია, რომელიც უნდა არ იხევს, არც დაშინების და არც მუქარის ფონზე. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა ველოდეთ იგივე სიტუაციას, მამაჩემი დარწმუნებული ვარ მხნედ იყო, ალბათ მოელოდა კიდევაც, რადგან მისი ბევრი მეგობარი დააკავეს ამ დღეებში. ერთადერთი ჩვენ რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ერთად დავრჩეთ და ეს რეჟიმი გავუყენოთ რუსული ხომალდის გზას. ბოლო დღეებშუ რაც ხდება, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორის ერთ-ერთი ხერხი, მათ უნდა ესე ჩუმად მოიპარონ ხალხი. მამაჩემის შემთხვევაში ეს არ გამოუვიდათ და ამაზე მოუწიათ მერე დამატებითი საპოლიციო ძალების გამოყენება, - განაცხადა კოტე ჩახუნაშვილი.
ცოტა ხნის წინ აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.