4 ოქტომბრის საქმეზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა

09.10.25 22:38
4 ოქტომბრის საქმეზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა

შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა, 4 კი მიმალვაშია,  - ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე, ამ დროისთვის, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

“შსს-ს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია კიდევ 8 პირი, ხოლო 4 იმყოფება მიმალვაში. აღნიშნულ სამქესთან დაკავშირებით,  ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს, შსს-ს წარმომადგენლების მიერ, აქციის მონაწილეებზე გავრცელებული არაერთი “მოწოდების მიუხედავად, შეკრება - მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეო მასალის გაშიფვრის და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციის მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანს და ქვებს. ამასთან, ისინი ცდილობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას, რა დოსაც დააზიანეს ჯებირები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე 222-ე, 225-ე, 317-ე მუხლებით მიმდინარეობს. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშულის ჩამდენი სხვა პირების გამოსავლენად და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით  , - თქვა მან ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები