მოსამართლემ ნანა სანდერი სასამართლო პროცესიდან გააძევა
მოსამართლემ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ნანა სანდერი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
მიზეზი მოსამართლის - ფიქრია სიქტურაშვილის აცილებასთან დაკავშირებით, ადვოკატების შუამდგომლობა, გახდა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ნანა სანდერის რეპლიკას მოჰყვა:
"შენიშვნას აქეთ მოგცემთ თქვენ. ლეგიტიმური გგონიათ თავი? შენ არ გეგონოს შენი თავი ლეგიტიმური! აქ არ მთავრდება ცხოვრება", - მიმართა ნანა სანდერმა მოსამართლეს, რის შემდეგაც ის ფიქრია სიქტურაშვილმა დარბაზიდან გააძევა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.