4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულებს, მათ შორის ნანა სანდერსს, პატიმრობა შეეფარდათ

09.10.25 23:36
4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულებს, მათ შორის ნანა სანდერსს, პატიმრობა შეეფარდათ

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების - გოჩა ყატაშვილის, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილის, გიორგი კიკნაველიძისა და ნანა სანდერსს პატიმრობა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდებას. მათი თქმით, არ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. მათი თქმით, პროკურორმა შაბლონურ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც არ გამომდინარეობდა ბრალდებულების ინდივიდუალური მოცემულობიდან. მათ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ნაკლებად მძიმე სახის - გირაოს გამოყენება შესთავაზეს.

წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 36 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები