პროკურორი: ნანა სანდერსის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მისივე ფბ პოსტებია
ნანა სანდერსის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მისივე ფბ პოსტებია, - ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კადრები არსებობს, ადამიანები იმ ინვენტარით, რომლის შეძენის ორგანიზებასაც ნანა სანდერი ახდენდა, უმოწყალოდ სცემდნენ და აზიანებდნენ ადამიანებს.
ნანა სანდერსის ბრალეულობა არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებითაა დადასტურებული, მათ შორის, მასმედიით გავრცელებული კადრების დათვალიერების ოქმები, ფეისბუქ აპლიკაციის ოქმები, სადაც მისი პოსტებით ნთლად დასტურდება, თუ როგორ ახდენდა საპროტესტო აქციების ორგანიზებას და როგორ ცდილობდა მის მიერ მობილიზებული ფულადი სახსრებით შეეძინა ინვენტარუი აქციის მონაწილეებისთვის, რათა მათ საბოლოო ჯამში განეხორციელებინათ, ძალადობრივი ქმედებები. საუბარია ნიღბებზე, სხვადასხვა აღჭურვილობები. რადგან ბრალდებულები ახორციელებდნენ უკანონო ქმედებებს, იმის შესანიღბად, რომ არ მომხდარიყო მათი ვინაობის დადგენა, იყენებდნენ სხვადასვხ დამცავ საშუალებებს, - განაცხად ბეჟუაშვილმა.
4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების - გოჩა ყატაშვილის, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილის, გიორგი კიკნაველიძისა და ნანა სანდერსს პატიმრობა მიესაჯათ.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.