დააკავეს ლუკა დევდარიანი

10.10.25 00:04
დააკავეს ლუკა დევდარიანი

ღობის საქმეზე დააკავეს ლუკა დევდარიანი -  ინფორმაციას დედამისი ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.

მისი თქმითა, არ იცის მისი შვილი სად წაიყვანეს.

ახლა გამაგებინეს, ლუკა დაიჭირეს გარეთ, არ ვიცი სად წაიყვანეს, მეზობლებმა დაინახეს, რომ ბორკილები დაადეს. გთხოვთ დამეხმარეთ, -წერს დევდარიანის დედა.

როგორც დღეს ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. 

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

 

მსგავსი სიახლეები