ლუკა დევდარიანი ყვება, რომ პოლიციამ ის დაკავების დროს ორჯერ სცემა

10.10.25 02:05
ლუკა დევდარიანი ყვება, რომ პოლიციამ ის დაკავების დროს ორჯერ სცემა

რამდენიმე საათის წინ დაკავებული ლუკა დევდარიანი აღწერს, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. 

ვიდეო-მიმართვაში, რომელიც სავარაუდო პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ არის ჩაწერილი, ხალგაზრდა ყვება, რომ დაკავების მანქანაში და შემდე პოლიციის განყოფილებაში მასზე პოლიციელებმა იძაადეს. 

დევდარიანის მონათხრობით მას ძალადობის კვალი აღენიშნება - ტკივა თავი და გვერდები: 

სიგარეტის საყიდლად გამოვედი გარეთ - შემხვდა ორი "შკოდა" [ერთმა არ გამაჩერა] მეორე გამომეკიდა, იმას ფოტო არ გადავაღებინე. მითხრეს - აქციებზე დადიოდიო. მეთკი, კი დავდიოდი-თქო, რა ხდება-თქო?

ერთმა [მითხრა] ფოტო უნდა გადაგიღოო, არ გადავაღებინე, არ მივეცი ამის უფლება. ამის შემდეგ დუბინკა [ორივე გვერდზე] ჩამარტყა. 

შემდეგ აფრიკის განყოფილებაში წამიყვანეს, სარდაფივით იყო, ბნელი ოთახი და იქ ჩამიყვანეს, იქაც ჩამარტყეს, იქაც მცემეს. თავი მტკიცა და თავზე დაზიანება მაქვს. მცემეს, მითხრეს 4 ოქტომბრის [აქციის] გამოო"-

მსგავსი სიახლეები