გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი ავთანდილ სურმანიძე დააკავეს

10.10.25 10:18
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი ავთანდილ სურმანიძე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი ავთანდილ სურმანიძე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში "ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა" აქვეყნებს. 

არსებული ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე შსს-ს მიერ დღეს დაკავებული ერთი პირი სწორედ ავთანდილ სურმანიძეა.

ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები