შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ - დაკავებულია 2 პირი

10.10.25 10:27
შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ - დაკავებულია 2 პირი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი პირები: 1986 წელს დაბადებული ი.გ.  და 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

გელე გელაძის უწყებვსი ცნობით, სამართალდამცველებმა  ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და ეზოების  ჩხრეკის შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოიღეს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი  „მცენარე კანაფი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა  მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები