ვნახოთ, რისი თავი გვაქვს! - ექიმი გიორგი ახობაძე კოლეგებს მოუწოდებს, მედიკოსების აქციას შეუერთდნენ
ექიმი გიორგი ახობაზე კოლეგებს მოუწოდებს, დღეს ექიმების აქციას შეუერთდნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ახობაძის თქმით, ყველაზე მეტად სწორედ თეთრხალათიანების პროტესტის ნახვა სურდა მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ საპატიმროში იყო.
ვნახოთ, რისი თავი გვაქვს!, - წერს ახობაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
თხოვნა მაქვს ყველა ექიმთან და ექთანთან… ამობეჭდეთ ეს ინფო და ყველა საორდინატოროში გამოაკარით დაფაზე.
ყველაზე მეტად რისი დანახვაც მინდოდა ციხეში როცა ვიყავი, ბევრი თეთრხალათიანი ექიმის დანახვა ქუჩაში. აი ზუსტად ასეთი აქციის რაც ამ სურათზეა. ზუსტად ვიცოდი, რომ არ მოხდებოდა ეგ. მინდა რომ ვცდებოდე და ვცადოთ და გავაკეთოთ! ბევრნი ხართ ექიმები ჩემ ფბ-ზე, ლოგიკურია ეს. ხოდა ამას ყველა ნახავთ. ვნახოთ რისი თავი გვაქვს!
10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველამ შემოიცვით თეთრი ხალათები და ვანახოთ რა შეგვიძლია!, - წერს ახობაძე.
ცნობისთვის, დღეს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ექიმების აქცია დაანონსდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. ის სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს.