თავდასხმა უკრაინაზე: კიევის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ზაპოროჟიეში 7 წლის ბავშვი დაიღუპა
რუსეთი საჰაერო იერიში უკრაინაზე - ოკუპანტებმა კიევს „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც დედაქალაქში მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა.
უკრაინული მედიის ინფრომაციით, დაშავებულია 9 ადამიანი, მათგან 5 საავადმყოფოში მკურნალობს.
დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „სიტუაცია რთულია. მის მოგვარებაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული“, - დაწერა დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამ“ არხზე.
ამასთან, რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.