2 პირს ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა - შსს-მ 21 წლის კაცი დააკავა

10.10.25 10:48
2 პირს ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა - შსს-მ 21 წლის კაცი დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა.

გელა გელაძის უწყების, ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ გ.ვ-ს და 2006 წელს დაბადებულ ს.ვ-ს. მომხდარის შემდგომ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები