პოლონელ ოფიცრებზე თავდასხმის საქმე - შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

10.10.25 10:51
პოლონელ ოფიცრებზე თავდასხმის საქმე - შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

პოლონელ ოფიცრებზე თავდასხმის საქმე - შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა. 

გელა გელაძის უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 2005 წელს დაბადებული ა.კ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. გუშინ ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები