"სამართალი ყოველთვის პურს ჭამს, უარესები გადაგვიტანია ქართველებს" - დაკავებული სკოლის ყოფილი დირექტორის ცოლი
"სამართალი ყოველთვის პურს ჭამს, უარესები გადაგვიტანია ქართველებს" - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დაკავებული რამაზ მამულაძის ცოლმა, ხათუნა გაბაიძემ "პირველებთან" განაცხადა
მამულაძე, რომელსაც ხელბორკილები ხობში დაადეს, 13 წელი ხობის რაიონის სოფ. შავღელეს სკოლის დირექტორი იყო და თავის დროზე ამბობდა, რომ პოლიტიკური მოტივით გაუშვეს თანამდებობიდან.
წინააღმდეგობა არც ჩვენ გაგვიწევია, არც იმათ, წაუკითხეს მუხლები. გავედი ბავშვებს ვამშვიდებდი, ინერვიულეს. რომ შემოვიდნენ საჭმელს ვჭამდით. არავის ორგანიზაციაში არ ყოფილა და არანაირ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ეწეოდა. სამართალი ყოველთვის პურს ჭამს, თანადებობა და პოლიტიკა კი არა, სიცოცხლე არ არის მარადიული, უარესები გადაგვიტანია ქართველებს, არც პირველია და არც უკანასკნელი", - ამბობს ხათუნა გაბაიძე.