გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის პორტში ამერიკის მიერ სანქცირებული ნავთობტანკერი დგას
გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის პორტში ამერიკის მიერ სანქცირებული ნავთობტანკერი დგას - ამის შესახებ ინფომაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
- გემი სანქცირებული რუსული საზღვაო გადაზიდვების კომპანია MG-Flot LLC-ს (ООО „МГ-Флот“, ყოფილი Transmorflot LLC) ეკუთვნის. 2022 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა Transmorflot LLC-ს (ООО „Трансморфлот“) და მის გემებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის ტრანსპორტირებით არიან დაკავებულნი.
სანქცირებული გემი დგას ფოთის პორტში, სანქცირებულ ნავთობს შემოიტანდა აბა სხვა რა საქმე ექნება აქ.
ამ ფულით არსებობენ და კვებავენ რეჟიმის დამცველებს !!!
რუსული ფულის გამო ცემენ ქართველებს ის გდდ თანამშრომელები რომლებიც 2008 წელს რუსეთმა საკუთარი სახლებიდან გამოყარა", - წერს სოციალურ ქსელში ოთარ ალაშვილი.
არსებული ინფრომაციით, პორტში იდგა ასევე ხოლო მეორე ტანკერი, რომელსაც G7-ის ემბარგო ედო და 29 სექტემბერს ყულევის ტერმინალი დატოვა.