4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

10.10.25 13:37
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით სულ 46 პირია დაკავებული.

სამინისტროს განცხადებით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა იდენტიფიცირდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ ყველა ის პირი, ვინც თბილისში არეულობებში მონაწილეობდა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას, მასობრივ არეულობასა და ქონების დაზიანებას.

მსგავსი სიახლეები