სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული აქტივისტი სპეცრაზმელებს ძალადობაში ადანაშაულებს
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული აქტივისტი სპეცრაზმელებს ძალადობაში ადანაშაულებს.
ამირან დოლიშვილი ამბობს, რომ დაკავების მომენტში ის სასტიკად სცემეს და დაზიანებები არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით მიაყენეს.
ადვოკატი, რომელმაც საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა, ამბობს, რომ დოლიაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
ჩემი ინფორმაციით, ის შიგნით არ შეჭრილა, ადასტურებს რომ იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე პარტიის ოფისთანაც, დაკავება მოხდა მის საცხოვრებელ სახლში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის იმყოფებოდა მის არასრულწლოვან, 12 წლის ძმასთან ერთად, და დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ამბობს, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას სახეში საკმაოდ მძიმედ დაარტყა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, მისი ტელეფონია ამოღებული, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. ბრალის დადგენილება ჯერ არ გადმოგვცემია, ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად, არ ვიცი რას შეიძლება ედავებოდნენ, - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატები ეტაპობრივად შედიან იზოლატორებში და 4 ოქტომბრი საქმეზე, ბოლო 24 საათში დაკავებულ ადამიანებს ხვდებიან.