ჩახუნაშვილის დაკავება ამაზრზენი, სამარცხვინო ფაქტია... თუ უნდათ ექიმებთან ომი, ამ ომს მიიღებენ - ლევან ფერაძე
ბავშვთა ქირურგი ლევან ფერაძე აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას "ამაზრზენ და სამარცხვინო ფაქტს" უწოდებს. მედიკოსის თქმით, ექიმებტან ომი ჯერ არავის მოუგია და თუ "ოცნების" ხელისუფლება ჩახნაშვილს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებს, ის ამ "ომს მიიღებს".
ყველაზე დიქტატორული რეჟიმებიც კი, რომლებსაც მსოფლიო იცნობს, ერიდებოდა ექიმების დაკავებას, იმიტომ, რომ ექიმი არის ის პროფესია, რომელიც ნებისმიერს შეიძლება, დასჭირდეს. მერწმუნეთ, გუშინ 200 პოლიციელი იყო ხომ იქ? იმ 200 პოლიციელიდან მინიმუმ 10 მაინც იყო, რომელსაც ბავშვობაში ბატონმა გოგო ჩახუნაშვილმა უმკურნალა. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ეს არის ყოვლად ამაზრზენი და არაკაცების მიღებული და მერე შესრულებული გადაწყვეტილება.
თუ დაუყოვნებლივ არ გათავისუფლდა ბატონო გოგი ჩახუნაშვილი, ექიმებთან ომი არ მოგია არცერთ ხელისუფლებას. თუ უნდათ ექიმებთან ომი ამ ხელისუფლებას, ამ ომს მიიღეებენ, - ამბობს ლევან ფერაძე.
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.
უკვე დღეს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია დაანონსდა.