საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

10.10.25 15:22
საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - მამუკა ლაბუჩიძის, კონსტანტინე კოკაიას, ვლადიმერ გველესიანის, ნიკა გვენცაძის, გურიელ ქარდავას, ზურა ჭავჭანიძისა და კობა ეპიტაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.

შვიდივე დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის ორი მუხლის დარღვევა: 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება და 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რადგან ამტკიცებს, რომ „მომეტებული საფრთხეა“ ახალი დანაშაულის ჩადენის.

ამას გარდა, ფიქრობს, რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებიც.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები