რას ამბობს ვახტანგ კალოიანი ჩახუნაშვილის დაკავებაზე

10.10.25 15:23
რას ამბობს ვახტანგ კალოიანი ჩახუნაშვილის დაკავებაზე

ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი "გამხეცებული ხელისუფლების და იმ სიშლეგის გამო ზის ციხეში, რაც პოლიტიკური ძალების ლიდერებმა მოიფიქრეს".

მედიკოსის თქმით, ჩახუნაშვილის ადგილი ციხეში არ არის და ის ახლა თავისუფლებაზე და კლინიკაში უნდა იყოს.  

გიორგი ჩახუნაშვილის, ისევე როგორც ათობით ჩვენი მოქალაქის დაკავება "ოცნების" გამხეცებულ ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელია ის პოლიტიკური ძალების უწესო ლიდერები, რომლებმაც ეს სიშლეგე მოიფიქრეს 4 ოქტომბერს. ასევე პასუხისმგებელია ის მედია, რომელმაც შესაბამისი დრო და სივრცე არ დაუთმო კრიტიკულ განსჯას ამ თარიღს და ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ დრამატულ ვითარებამდე. 

მე დარწმუნებული ვარ, გოგი ჩახუნაშვილი ძალიან მალე იქნება თავისუფალი და ის შეძლოს გაგრძელოს ის შრომა, რასაც ის ეწეოდა პაციენტებსი საკეთილდღეოდ. 

დღეს კოლეგები და დარწმუნებული ვარ, არა მარტო კოლეგები, გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი კოლეგის მიმართ, რომელიც ამ სიშლეგის და გამხეცებული ხელისუფლების გამო ზის ციხეში. იქ მისი ადგილი არ არის. გოგი ჩახუნაშვილი უნდა იყოს კლინიკაში, გოგი ჩახუნაშვილი უნდა იყოს თავისფლებაზე, გოგი ჩახუნაშვილი უნდა იყოს პაციენტებთან, - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.  

უკვე დღეს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია დაანონსდა.  

მსგავსი სიახლეები