ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დაეშავებინა ბატონ გოგის, რომ ასეთი ფორმა, ძალისხმევა ყოფილიყო საჭირო მის დასაკავებლად - გუგა ქაშიბაძე

10.10.25 15:26
ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დაეშავებინა ბატონ გოგის, რომ ასეთი ფორმა, ძალისხმევა ყოფილიყო საჭირო მის დასაკავებლად - გუგა ქაშიბაძე

ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დაეშავებინა ბატონ გოგის, რომ ასეთი ფორმა, ძალისხმევა ყოფილიყო საჭირო მის დასაკავებლად, - ამის შესახებ მედიკოსი გუგა ქაშიბაძე საუბრობს. მედიკოსი გიორგი ჩახუნაშვილს სოლიდარობას უცხადებს და იმედოვნებს, რომ ის თავის პაციენტებს და საქმიანობას მალე დაუბრუნდება. 

ბატონ გოგის ვიცნობ სტუდენტობიდან, მის ხელში ვარ გაზრდილი. ბუნებრივია, კადრებიც ვნახე. დაკავების ის ფორმა, რაც ვნახე, ამდენი პოლიციელი და ასეთი მობილიზაცია, წარმოუდგენელია. ბატონ გოგის, ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა დაეშავებინა ისეთი, რომ ასეთი ფორმა, ძალისხმევა ყოფილიყო საჭირო მის დასაკავებლად. 
ვუცხადებ ყველანაირ სოლიდარობას მინდა, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმეს და თავის პაციენტებს“ — ამბობს გუგა ქაშიბაძე.

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.  

უკვე დღეს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია დაანონსდა.  

 

მსგავსი სიახლეები