ბაჩო ახალაიას მეუღლე: მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეისვილი წერს, რომ სუს-ში დაიბარეს.
“მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში.
Update: ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე (აქ არ ვიცი რომელი სმაილიკი გამოვიყენო, ვერ ვიპოვე შესაბამისი)“- წერს ის სოციალურ ქსელში.
კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში იმყოფება ბაჩო ახალაია - ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შსს-მ განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.