გაქცევას არ ვაპირებ, მე ვარ დედისთვის ერთადერთი დასაყრდენი და დამხმარე - ვლადიმერ გველესიანი
4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ვლადიმერ გველესიანის ადვოკატი, ზურაბ ყულიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ გველესიანს ჰყავს მოხუცი დედა, რომელსაც აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ის აქცევდა ყურადღებას, რაც მისი თქმით, გასათვალისწინებელია.
„თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ დაასაბუთა აღკვეთის შეფარდება, ჩვენი შემოთავაზება იქნება გირაო და სხვა შემზღუდავი ღონისძიებები... გთხოვთ გაითვალისწინოთ მისი ოჯახური მდგომარეობა, მას ჰყავსს მოხუცი დედა, რომელსაც აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ის აქცევდა ყურადღებას", - ამბობს ადვოკატი.
ჩემი მუშაობა დედაჩემისთვის მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ვარ მისი საყრდენი, - ამბობს თავად დაკავებულიც.
მან მოსამართლეს განუმარტა, რომ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
„სახლში დამაკავეს ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ბოლოს ლისის ტბაზე ვიყავი სამსახურიდან, არ გავქცეულვარ, არც მიფიქრია და არც ვაპირებ... ბოლოს საზღვრის კვეთა იყო პანდემიამდე, შემდეგ ქვეყნიდან არ წავსულვარ...
რაც შეეხება დედას, მე ვარ დედისთვის ერთადერთი დასაყრდენი და დამხმარე", - ამბობს ის.
46 დაკავებული ბოლო ხუთ დღეში - „4 ოქტომბრის საქმეზე“ სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ვლადიმერ გველესიანის, ნიკა გვენცაძის, მამუკა ლაბუჩიძის, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძის, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.