მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში გაუშვა

10.10.25 16:18
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში გაუშვა.

გადაწყვეტილება კალატოზიშვილმა ადგილზე თათბირით გამოაცხადა გადაწყვეტილება.

წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს 15:00-ზე ჩაინიშნა.

ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები