მაღალი წნევა მაქვს ხოლმე, გთხოვთ, არ დამაპატიმროთ, ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნის უფლება მომეცით - კოკაია მოსამართლეს

10.10.25 16:35
მაღალი წნევა მაქვს ხოლმე, გთხოვთ, არ დამაპატიმროთ, ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნის უფლება მომეცით - კოკაია მოსამართლეს

4 ოქტომბბრის საქმეზე დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას მძიმე ჯანმრტელობის დმგოამრეობა აქვს - როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, ბრალდებულს გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ხშირად აწუხებს მარალი წნევები. 

კოკაიამ დღეს სხდომაზე მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ ეს ორი დღე მისთვის ძნელი გადასატანი იყო. 

ჩემთვის ეს ორი დღე ძალიან მძიმედ გადასატანი იყო. ყოველდღე 5 კმ-ს ფეხით დავდივარ, უჰაერობის გამო 180/200 მაქვს ხოლმე წნევა. გთხოვთ, არ დამაპატიმროთ და ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნის უფლება მომცეთ, - უთხრა კოკაიამ კოკაიამ მოსამართლეს. 

მისი ადვოკატი კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის პიროვნებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რის საპასუხოდაც, პროკურორმა თამარ ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კოკაია წარსულში ნასამართლევია, მათ შორის ხულიგნობის ბრალდებით.

„რაღაც უსიამოვნება მომივიდა, ციხეში არც ვმჯდარვარ“, - განაცხადა კოკაიამ.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში გაუშვა. 

ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები