რეზო კიკნაძის ინფორმაციით, ირაკლი ნადირაძეს პაემანი, დარეკვა და წერილების გაგზავნა შეუზღუდეს
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ნადირაძეს პაემანი, დარეკვა და წერილების გაგზავნა შეუზღუდეს.
“დღეს ირაკლი ნადირაძეს შეუზღუდეს. პაემანი,დარეკვა და წერილების გაგზავნა“, - წერს ის.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ირაკლი ნადირაძე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
"პირველების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სინდისის პატიმრების, რეზო კიკნაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და მინდია შერვაშიძის საკანშია მოთავსებული.