გიორგი ქემოკლიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს - ადვოკატი

10.10.25 17:12
გიორგი ქემოკლიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს - ადვოკატი

დაკავებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდების წარდგენის შემდეგ, დაკავებულის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა. 

მას წარედგინა ბრალდება, სადაც დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გადმოგვეცა მრავალტომიანი მასალები, რომელიც საჭიროებს შესწავლას. 332-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავებიან ამ ეტაპზე", - ამბობს ადვოკატი. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გვარაკიძის უწყება ირწმუნება, რომ ქემოკლიძემ რომ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ.

კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ.

 

მსგავსი სიახლეები