4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
დიღმის და ზაჰესისის იზოლატორებში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. არც ერთი მოქალაქე, ვისაც ხელბორკილი 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისთვის დაადეს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
დაკავებულებს აინტერესებთ, კონრკეტულად, რა მუხლით მოხდა მათი დაკავება. მათი ნაწილი არ უარყოფს, რომ 4 ოქტომბრის ღამეს ათონელის ქუჩაზე იმყოფებოდა, თუმცა მათ კანონი არ დაურღვევიათ.
დაკავებულებს შორისაა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ავთანდილ სურმანიძე, რომელიც ორგანიზაცია “ალტერნატივას“ წევრია.
როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი “პირველებს“ ეუბნება, მათ პრაქტიკულად წინასწარვე იცოდნენ, რომ სურმანიძეს დააკავებდნენ.
მისივე თქმით, სურმანიძის დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს.
25-მდე სამართალდამცავი შემოვიდა, საკუთარი ნებით ჩაბარდა, არც მიმავლა უცდია და არც არაფერი, ავთანდილ სურმანიძე არის მებრძოლი და არ შეშინებია. საერთოდ, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, არც სასახლეში შესულა, არც ღობეს შეხებია, მსგავსი არაფერი გაუკეთებია. დამირეკეს სუს-იდან ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა და ანტიკორუფციული საბჭოდან გაქვსო წერილიო, თუმცა, მისამართზე ვერ მოგაგენით და სად ჩაგაბაროთო, მივეცი მისამართი და 2 დღეა ველოდები. რეჟიმს უნდა დაშინება, უნდა, რომ ამ თითის დაქნევის ფონზე, სხვა ადამიანები გამოკეტოს სახლში, - ამბობს ის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულია ჯამში 10 პირი.