აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილისთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს ითხოვს

10.10.25 18:10
აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილისთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს ითხოვს

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან მიმართებით, პროკურატურამ სასამართლოს საპატიმრო გირაოს გამოყენებით მიმართა - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილს, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალსიწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა" - განაცხადეს პროკურატურაში. 

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.  

დღეს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია დაანონსდა. 

 

მსგავსი სიახლეები