71 წლის პედიატრის დაკავებამ სამედიცინო პერსონალი ფეხზე დააყენა - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო

10.10.25 20:38
71 წლის პედიატრის დაკავებამ სამედიცინო პერსონალი ფეხზე დააყენა - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო

გუშინ საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ასზე მეტი თანამშრომელი თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე მივიდა, რათა პენსიონერი აკადემიკოსი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დაეკავებინათ. საპატრულო პოლიციამ საცხოვრებელი კორპუსი ალყაში მოაქცია, ხოლო კრიმინალურმა პოლიციამ სადარბაზო და კიბის უჯრედი დაიკავა.

სოციალურ ქსელში ოჯახის მიერ პირდაპირ ეთერში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ 71 წლის ექიმს პოლიციისადმი წინააღმდეგობა არ გაუწევია - ჩახუნაშვილი სამართალდამცველებს მშვიდად მიჰყვება და აცხადებს, რომ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება.

გიორგი ჩახუნაშვილი, პედიატრი და აკადემიკოსი, უკვე წლებია მონაწილეობს "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში. 4 ოქტომბერს ის კვლავ იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, სადაც, მისი თქმით, იდგა სამშობლოს სიყვარულით და არა პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩახუნაშვილის დაკავებამ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია - ექიმები, ექთნები და კლინიკების ხელმძღვანელები მას სოლიდარობას უცხადებენ. 1981 წლიდან მოყოლებული ექიმ ჩახუნაშვილს 350 ათასზე მეტი პაციენტი ჰყავს მიღებული, რაც მის მრავალწლიან პროფესიულ ღვაწლზე მიუთითებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები