ლაშა ბუღაძე: თუ ბურჭულაძეს 4 ოქტომბერზე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა, უნდა მოყვეს, რადგან ხალხმა იცოდეს
მწერალი ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ პაატა ბურჭულაძის ციხეში ჯდომა ისტორიის სირცხვილია და მოუწოდებს მას, მოყვეს ყველაფერი, რაც 4 ოქტომბერზე და მაგ დღეს განვითარებულ მოვლენებზე იცის.
ბუღაძის თქმით, ხალხი მას ენდობა და აუცილებელია ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ბევრი შეუსაბამო განცხადება გაკეთდა და ამ გაურკვევლობას კი “ოცნება“ სათავისოდ იყენებს.
ბატონი პაატა ბურჭულაძე მე ძალიან მიყვარს, ვეთაყვანები, როგორც ოპერის მომღერალს და მოვლენას ქართული კულტურისას. ის რომ ბურჭულაძე არის ციხეში, არის მინიმუმ სირცხვილი ქართველი ხალხის და ისტორიისთვის. თუმცა, მიმაჩნია, რომ მან უნდა თქვას, რა იგულისხმა სიტყვებში- მშვიდობიანად მივდივართ, რომ გასაღები გადმოგვცენ. თუ ჰქონდა რამე გარკვეული ინფორმაცია, უნდა მოყვეს, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს, ვფიქრობ, საზოგადოება მოვალეა იცოდეს ეს, რადგან ხალხი, რომელიც მას ენდობა, ამ ცნობილი ადამიანის სიტყვებს მიყვება. ასევე, რას გულისხმობდა ბატონი მურთაზ ზოდელავა, თუ მას შეეძლება, რომ ან წერილობით, ან ადვოკატის მეშვეობით ახსნას. ბევრი შეუსაბამობა იყო - ერთის მხრივ გასაღები გადმოგვცენ, მეორეს მხრივ იყო ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მესამე მხრივ მან თქვა, რომ მამაკაცური ძალის. ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რამე იცოდნენ? თუ იცოდნენ, რატომ არ ამბობდნენ. მაშინ ეს არის სასურველის რეალობად წარმოჩენა და ეს არის შეცდომა, შეცდომა, რომელსაც “ქართული ოცნების“ რუსული ბანდა იყენებს ამ პერიოდს, თუმცა ესენი დიდხანს ვერ გაჭიმავენ ამ დაძაბულობას, რომ ზურგში გასწორდნენ, - განაცხადა ბუღაძემ.