ვინ დაგეგმა ბაჩიაშვილზე თავდასხმა - დაარღვევს თუ არა დუმილს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე

10.10.25 20:11
ვინ დაგეგმა ბაჩიაშვილზე თავდასხმა - დაარღვევს თუ არა დუმილს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე

კაცი, რომელსაც საქართველოს ციხეების კონტროლი წლების განმავლობაში ჰქონდა ჩაბარებული, დღეს რუსთავის ციხეში უკვე ბრალდებულის სტატუსით შევა. პროკურატურა გიორგი ქემოკლიძის წინასწარ პატიმრებაში გაშვებას ითხოვს, თუმცა დაჭერების სერია ბაჩიაშვილის ციხის საკანში ცემის საქმეზე ახლა დაიწყო და დღეს პროკურატურამ დაანონსა, რომ გაგრძელება იქნება.

გამოძიება ქემომკლიძეს ედავება ბაჩიაშვილის ცემის საქმის ვიდეოჩანაწერების წაშლას, რაშიც, პროკურატურის განცხადებით, ციხის თანამშრომელი ეხმარებოდა. ქემოკლიძეს ბრალი უკვე სუს-ის იზოლატორში წაუყენეს. ყოფილი მაღალჩინოსანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა ამ ეტაპზე საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებს.

საქმეზე განვითარებულ მოვლენებს წინ უსწრებდა გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით გოგიბერიშვილის საეჭვო სიკვდილი, რომელიც პოლიციის ვერსიით, თვითმკვლელობად შეფასდა. ამან გააჩინა შეკითხვები - ხომ არ ცდილობდნენ მასზე ზეწოლით ჩვენების მიღებას ქემოკლიძის წინააღმდეგ, ან ხომ არ იგეგმებოდა მისი დაკავებაც.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები