თუ სახლში მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია! - ბაჩო ახალაიას მეუღლე

10.10.25 19:30
თუ სახლში მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია! - ბაჩო ახალაიას მეუღლე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩოა ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სუს-იდან განუწყვეტლივ ურეკავენ და ეკითხებიან, მივა თუ არა დაკითხვაზე.

მისი თქმით, მან განუმარტა, რომ ელოდება ოჯახის ადვოკატს, რომელიც ბაჩოსთან იმყოფება და როგორც კი მოახერხებს და მივა, მაშინვე გამოცხადდება, თუმცა ისინი კვლავ რეკავენ.

მისივე თქმით, “ამას იმიტომ წერს, რომ თუ სახლში მიუვარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!“

მეგობრებო, სუს-დან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგვაზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემი ოჯახი გარეთ.

ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!

მსგავსი სიახლეები