მარიამ სიჭინავა: ერთმა მანდატურმა ყელში წამიჭირა, ძირს დამაგდო და ცხვირ-პირში მირტყეს დანარჩენებმა
ხმაური საქალაქო სასამართლოსთან - სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, მათსა და მანდატურებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ზუგდიდელ აქტივიტი, მარიამ სიჭინავა ძირს დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი ჰყვება, მანდატურების უფროსი, დავით მარტიაშვილი მათ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ კი შენობიდანაც გამოყარეს.
“ერთმა მანდატურმა ყელში წამიჭირა, ძირს დამაგდო და ცხვირ-პირში მირტყეს მანდატურებმა“,- უყვება “პირველებს“ სიჭინავა.
სასამართლოს სხდომაზე, სასამართლოს დარბაზში, ერთ-ერთმა მანდატურმა გადასცა სხვა მანდატურს, სავარაუდოდ, დავით მარტიაშვილს, რომ განაჩენის გამოცხადების დროს აუცილებლად შემოსულიყო. მარტიაშვილი შემოვიდა, ის არის დასაბმელი ადამიანი, მას არტანაირი შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს არც კანონთან, არც სამართალთან, არც სასამრთლოსთან. ის წარმოადგენს საფრთხეს გასული და შემოსული ადამიანებისთვის. რარაც მომენტში, ამ ადამიანმა, ჩვენ ზუგდიდელ მედროშეს უტხრა, რომ სადაც გაგასვლია, იქ გაგივიდეს ესო და რომ ჩავეკითხეთ, გამოგვყარეს გარეთ, პირადად მე მომაძახა, რომ ეს ყველაფერი ზუგდიდში დადგიო. ილანძღებოდა და პროვოცირებდა გაბრაზებული ხალხის ნერვებზე. ამის შემდეგ ვერაფერი ვერ დავნახე, ერთმა მანდატურმა ყელში წამიჭირა, ძირს დამაგდო და ცხვირ-პირში მირტყეს მანდატურებმა, -ამბობს მარიამ სიჭინავა.