ხელები შორს ექიმებისგან! სოლიდარობა გოგი ჩახუნაშვილს! - პარლამენტთან თეთრხალათიანების აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან თეთრხალათიანების აქცია იმართება. მედიკოსები სოლდაირობას და მხარდაჭერას მათ დაკავებულ კოლეგას, გიორგი ჩახუნაშილს უცხადებენ. მათი თქმით, უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ ჩახუნაშვილი, არამედ ყველა პოლიტპატიმარი.
მოქალაქეები ადგილზე მოქალაქეები პატარა ბავშვებით იმყოფებიან, რომლებსაც ჩახუნაშვილების ოჯახი სამედიცინო დახმარებას უწევს. მოქალაქეები ამბობენ, რომ რაც დღეს ხდება, საბჭოთა რეპრესიების მსგავსია.
მედიკოსი ლევან ფერაძე პირდაპირ ამბობს, რომ ესკობარის დასაკვებლად არ იყო იმდენი სამართალდამცველი მისული, რამდენიც 71 წლის ჩახუნაშვილისთვის ხელბორკილების დასადებად.
პაბლო ესკობარის ასაყვანად ოპერაციაზე 25 კაცი მივიდა აგენტები. 200 კაცი მივიდა გიორგი ჩახუნაშვილის დასაკავებლად ხელბორკილები დაადეს ადამიანს, რომელმაც პედიატრიაში თაობები აღზარდა, ქართული პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელია და ათასობით ბავშვი ჰყავს გადარჩენილი. ეს არის უწესიერესი ადამიანი, რომელსაც აგრესია შინაგანად არ გააჩნია, - ამბობს ექიმი ლევან ფერაძე.
ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია, რომელიც აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლება დასავლურ ღირებულებებს ღალატობს და რუსეთის გზას ირჩევს.
მე ვგიჟდები, მოსკოვში მაქვს დამთავრებული ინსტიტუტი, დისერტაციებიც იქ მაქვს დაცული და მე არ მინდა რუსეთი და ამ მთავრობას, რომელსაც ევროპაში უსწავლია, ამერიკაში უსწავლია, სახლები, აგარაკები აქვთ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, რამ შეაყავარათ...კი არ შეაყვარათ, ფულმა იცის ეს ყველაფერი და ეს კაცი, რომელიც მოტყუებით მოვიდა სათავეში, ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში, ეს არის საშინელება, - ამბობს კარდიოლოგი ანზორ მელია.