სასამართლომ გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
დაკავებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გიორგი ქემოკლიძის ადვოკატის, მერაბ მუმლაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსურდული, რადგან დაცვის მხარემ დაასაბუთა რატომ არ უნდა ყოფილიყო პატიმრობა გამოყენებული.
უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსურდული იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარე დაასაბუთა ყველა ის პოზიცია, რომ მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა. დაცვის მხარე ისაუბრა საფრთხეებზე, ისაუბრა პიროვნებაზე, ისაუბრა მის ქმედებებზე, მის წარსულზე და მის დამოკიდებულებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო და ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით.
მის საუბარზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებს, ვერც ციტირებას ვერ გავაკეთებ, ვერც შეფასებას ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვისაუბრო სამართლებრივ მხარეზე აღნიშნულთან დაკავშირებით, ვისაუბრო ჩვენ პოზიციებზე და იმ ფაქტებზე, რომ აღკვეთი ღონისძიების ის საკითხები, რაც განხილული იყო დღეს ჩვენი მხრიდან სრულად იქნა გაბათილებული ბრალდების მხარის პოზიციები, წარმოდგენილ საფრთხეებთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ პოზიციებზე ვართ ჩამოსაყალიბებელი, საქმე დეტალურად არის შესასწავლი და საკმაოდ შრომატევადია აღნიშნული პროცესი, შესაბამისად დეტალურად მომავალში რას განაცხადებს, მომავალში რა პოზიცია ექნება და ა.შ. ამ ეტაპზე...
შემიძლია დაგისდასტუროთ ის, რომ გვქონდა საუბარი, გავიარეთ კონსულტაციები, პოზიციები შევაჯერეთ, რა და როგორ მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს," - განაცხადა მერაბ მუმლაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გვარაკიძის უწყება ირწმუნება, რომ ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ.
კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ.
გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს.