ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაკითხვაზე მივიდა - რა განაცხადა მედიასთან?

10.10.25 22:18
ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაკითხვაზე მივიდა - რა განაცხადა მედიასთან?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩოა ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. გამოკითხვის დაწყებამდე მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

ანი ნადარეიშვილის განცხადები, მას თავადაც აინტერესებს რაზე უნდა დებარებინათ ის სუს-ში და აღნიშნავს, რომ ის, რაც დღეს მის ოჯახთან დაკავშირებით ხდება, ფსიქოლოგიური ტერორია. 

არანაირი საერთოდ, საერთოდ არანაირი, საერთოდ არ მჯერა მაგ სამალავების მეტიც, არანაირი კავშირი არ მაქვს და მე თვითონ ძალიან მაინტერესებს რას მკითხავენ. 

უბრალოდ ეს სპექტაკლი რაც დადგეს დღეს მთელი დღე, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენ ოჯახს გაუკეთეს დღეს, ამას ვუკავშირებ, ეს იქნება ალბათ ამ სპექტაკლის დასასრული დღეს. 

ერთადერთი ბინა, რაც ჩემ სახელზეა რეგისტრირებული და რაც გამაჩნია, არის შავიშვილის ქუჩაზე, რომელიც ყველამ კარგად იცით უკვე, ათასჯერ გააჟღერეს, ისიც ბანკშია ჩადებული და ისიც შეიძლება ხვალ და ზეგ აღარ მქონდეს. მეტი სხვა ბინა არ გამაჩნია. 

არ ვიცი, ჩემი მეგობარი, ზვიად გაგუა ბაჩოს გაყვა, ბაჩოსთან ერთად იყო დილით იქ [კრიმინალურ პოლიციაში], იმის მერე მე არ მინახავს და არ ვიცი, იქ მოაკითხეს და იქიდან წაიყვანეს როგორც ვიცი," - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. 

ბაჩო ახალაიას ცოლი განმარტავს, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა აქტიური აქტივისტია. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ბევრი დაშავებული და დასახიჩრებული აქტივისტი ნახა. 

ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია აქციებზე არ დადის. 

არა, არანაირ ორგანიზებაში არ ვიყავი ჩართული [4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით], თუმცა აქტიური აქტივისტი ვარ, რომელიც რა თქმა უნდა გულშემატკივრობს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, არ იყო ძალადობრივი [აქცია], სად დაინახეთ რამე ძალადობრივი. მე დავინახე ძალიან ბევრი დაშავებული აქტივისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, დასახიჩრებული ადამიანები. ვერა, ვერ დავინახე ძალადობა ნამდვილად. 

რა თქმა უნდა, ეს არის ზეწოლა ბაჩოზე, რაც დღეს გააკეთეს, თუნდაც ეს ფარსი, რომ ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს, როდესაც ჩემთან უკვე დარეკილი ჰქონდა სუს-ს და მე ამაზე ვინერვიულე იმიტომ, რომ მარტო იყო შესული ბაჩო და არ ვიცოდი სინამდვილეში რა ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. მთელი საქართველოს მიმართ აგრძელებენ ტერორს, ჩვენც იმ ნათელი საქართველოს წევრები ვართ, რომლის მიმართაც ასრულებენ და ამიტომ საერთოდ არ მიკვირს. სიტყვებიც უძლურია, ის გამოვხატო რაც დღეს ხდება საერთოდ, ის ტერორი რაც ხდება, ადამიანის როგორი ფორმით დაკავებები, არ ვიცი რა ვთქვა. 

ჩემი მეუღლე აქციებზე არ დადის," - განაცხადა მან. 

ანი ნადარეიშვილის განმარტებით სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც 4 ოქტომბერს გავრცელდა, თავიდან ბოლომდე ყალბია. 

მიუხედავად იმისა, რომ პირველად როცა დამირეკეს შევთანხმდით, რომ სანამ ბაჩო არ გამოვიდოდა და სანამ არ გავიგებდი რეალობაში რა ხდებოდა იმიტომ, რომ თავიდან ხომ არ ყავდა ადვოკატი, მანამდე ვთხოვე, რომ საღამოს მოვიდოდი და თავიდან დამთანხმდნენ, მაგრამ მერე დაიწყეს ისტერიულად რეკვა, რომ არ აპირებთ მოსვლას? გამოცხადებას? მენიშნა, რომ ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში და სხლში ხომ არ აპირებენ მოსვლასთქო, ამიტომ გავაკეთე ის განცხადება. 

მე ერთადერთი ვიცი, რომ ყველას შემოგვითვალეს, მთელ საქართველოს, ვისაც რეჟიმის წასვლა გვინდა და ვისაც რუსული რეჟიმი არ გვინდა, ყველას შემოგვითვალეს შათირიშვილების და მსგავსი ადამიანების სახით, რომ უნდა დავტოვოთ ეს ქვეყანა. 

[ჩანაწერი] ის ფარსია, ის სპექტაკლია, რასაც დგამენ, მანამდეც იყო ბაჩო ახალაიას სახელი ნახსენები, რაღაცა პარლამენტის მაკეტებთან და რაღაცა ჰექსოგენებთან, თუმცა ის ვერ განავითარეს და გამოაგდეს ეს ჩანაწერი, რომელიც თავიდან ბოლომდე ყალბია. საერთოდ არაა ეგ ბაჩოს ხმა და ექსპერტიზას, რომ უტარებენ თვითონაც კარგად იციან, რომ ყალბია. 

არა ჩვენთან ოპოზიციის არანაირი შეხვედრები არ იმართებოდა. მოგეხსენებათ ბაჩო 10 წელი იჯდა ციხეში, მერე მესამე დღეს დავტოვეტ საქართველო, შესაბამისად ჩვენ ძალიან ბევრ მეგობარს არ ყავდა ძაან დიდი ხანი ნანახი და როდესაც ჩამოვედით, ჩემი ოჯახური ტრაგედიის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი მიდი-მოდის ჩვენთან სტუმრად," - ამბობს ანი ნადარეიშვილი.  

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ თბილისთან ახლოს, ტყის მასივში, აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, რომელის გამოყენებითაც მდინარაძის უწყების მტკიცებით,   4 ოქტომბერს "დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".

როგორც სუს- ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ, ვინმე ბ.ჭ -მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. 

მსგავსი სიახლეები