შსს: ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დავაკავეთ
დაკავებულია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსჯავრდებული ს.ჯ. უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ, კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1979 წელს დაბადებული ს.ჯ. ბათუმში დააკავეს.
მსჯავრდებული ს.ჯ. უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ, კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.