კახა კვეკვესკირი: დამირეკეს და მითხრეს, 4 ოქტომბრის საქმეზე გამოკითხვაზე ხარ დაბარებულიო
სამოქალაქო აქტივისტი, კახა კვეკვესკირი ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს - როგორც კვეკვესკირი "პირველებთან" ამბობს, გამომძებელმა უთხრა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ მასთან კითხვები.
კვეკვესკირი ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მისვლას არ აპირებს, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
დაბარებული ვარ დღეს 14:00 საათზე გამოკითხვაზე. კითვხა რომ დავსვი, რაზე მიბარებთ-თქო, მითხრეს, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზეო. დეტალებში არ შევსულვარ. სასაცილოა ახლა ჩემი დაბარება, რადგან ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებსი 13 წლიანი ყოფნის დროს ბოლო მინიმუმ 8 წელია საქართველსო მასშტაბით პროტესტებში ვმონაწილეობ. ერთადერთი რაც მე მამოძრავებს, ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძლა კონსტიტუციური მეთოდებით"- აცხადებს კვეკვესკირი.