სასახლის ღობის საქმე - ამირან დოლიშვილი ამბობს, რომ დაკავებისას სპეცრაზმელმა დაარტყა

11.10.25 11:55
სასახლის ღობის საქმე - ამირან დოლიშვილი ამბობს, რომ დაკავებისას სპეცრაზმელმა დაარტყა

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 8 დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს მიმდინარეობს - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სხდომაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ იკითხა, ხომ არ დარღვეულა რომელიმე ბრალდებულის უფლებები დაკავების დროს, რაზეც ამირან დოლიშვილმა თქვა, რომ დაკავებისას სახლში სპეცრაზმელმა დაარტყა. 

ამ წუთებში,სასამართლო ია დარახველიძის, ამირან დოლიშვილის, ირაკლი ჩხვირკვიას, ავთანდილ სურმანიძის, ზაქრო ალბუთაშვილის, ხვიჩა გოგოხიას, რამაზ მამულაძის, გიორგი ქორქიას აღკვეთის ღონისძიებაზე  მსჯელობს.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის , შსს-ს ჯამში 46 პირი ჰყავს დაკავებული. ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

 

მსგავსი სიახლეები