კულტურის სფეროს რომელ წარმომადგენლებს გადასცა "ოცნებამ" "ბრწყინვალებისა და ღირსების" ორდენები

11.10.25 13:09
კულტურის სფეროს რომელ წარმომადგენლებს გადასცა "ოცნებამ" "ბრწყინვალებისა და ღირსების" ორდენები

"ოცნებამ" კულტურის სფეროს წარმომადგენლებს "ბრწყინვალებისა და ღირსების" ორდენები გადასცა - ცერემონიას ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ. სწორედ მათ გადასცეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები.

ვის გადაეცა ჯილდო - ნახეთ სია: 

კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების და ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

  • სსიპ-ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი,
  • მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე,
  • პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე,
  • მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი,
  • პოეტი ლიანა სტურუა.

კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

  • ა(ა)იპ „თორაძე ფაუნდეიშენის“ დირექტორი, მუსიკოსი ნინო თორაძე,
  • საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი,
  • კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი,
  • სსიპ - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკლორისტი გიორგი დონაძე,
  • კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი,
  • მომღერალი ნატო მეტონიძე,
  • ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე,
  • მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია,
  • ა(ა)იპ „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი,
  • ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე,
  • მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე,
  • სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი,
  • ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი,
  • ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური ცენტრის“ ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერალი, ფოლკლორისტი ამირან გეთიაშვილი,
  • ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ნიკოლოზ მამიაშვილი,
  • ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ბიძინა სამხარაძე,
  • ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ტარიელ ჯაჭვაძე,
  • ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ივანე გოგინაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები