"თუ ერთ ადვოკატს შეეხებიან, ამით მთელ კორპუსს ეხებიან" - ადვოკატების სოლიდარობა დავით ჯანდიერს

11.10.25 13:38
"თუ ერთ ადვოკატს შეეხებიან, ამით მთელ კორპუსს ეხებიან" - ადვოკატების სოლიდარობა დავით ჯანდიერს

"თუ ერთ ადვოკატს შეეხებიან, ამით მთელ კორპუსს ეხებიან" - ასე ეხმაურებიან გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებას უფლებადამცველები.

ადვოკატები ჯანდიერს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. 

ლაშა ტყეშელაძე ამბობს რომ "თუ ადვოკატის სიტყვა გაჩუმდება, თუ გააჩუმებენ ერთ ადვოკატს მაინც, ეს ნიშნავს, რომ სრულიად ჩუმდება სამართალი"

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადვოკატმა გამოვავლინოთ სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა, რადგან თუ ერთ ადვოკატს შეეხებიან, ეს ნიშნავს, რომ ეხებიან მთლიან კორპუსს და ჩვენ, ადვოკატები ვართ სრულიად სოლიდარულები და მხარში ვუდგავართ დავით ჯანდიერს.

ყველამ კარგად იცით სისტემის ახე რაც არის და ეს არის ახალი რამ, როცა ადვოკატს იბარებენ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს. მე მინდა, საზოგადოებას ავუხსნა- თუ ადვოკატის სიტყვა გაჩუმდება, თუ გააჩუმებენ ერთ ადვოკატს მაინც, ეს ნიშნავს, რომ სრულიად ჩუმდება სამართალი"- ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

ადვოკატი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ჯანდიერის გამოკითხვაზე დაბარება უფლებადამცველების დაშინების მცდელობას ემსახურება. 

ერთადერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ეს პროცესი- ეს არის გამოცხადებული ტერორის, დაშინების შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველა ადვოკატისთვის ეს არის საფრთხისშემცველი, იმიტომ, რომ თუ ერთი პრეცედენტი მაინც დავუშვით, რომ ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის დაიბარეს სახელმწიფო უწყებაში და მოსთხოვეს მას ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ყველა სხვა ადვოკატი ვართ საფრთხის ქვეშ", - აცხადებს ანა თავხელიძე.

გუშინ, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა სოციალურ ქსელსი დაწერა, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული. კონკრეტულად როდის დაიბარებენ დავით ჯანდიერს გამოკითხვაზე უცნობია. 

ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო სამთავრობო მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების. 

მსგავსი სიახლეები