ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას შევისწავლით - პროკურორი სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 4 პირზე

11.10.25 14:25
ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას შევისწავლით - პროკურორი სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 4 პირზე

პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ამბობს, რომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 4 პირის - ამირან დოლიშვილის, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან, რამდენად შეუთავსებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„4 ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ამით კი გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვების დროს ხელშეშლის მითითებით. მოცემულ საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორც არის ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და გამოკითხვის ოქმები, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

ჩვენ შევისწავლით ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, რამდენად შეუთავსებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ნუგზარ ჭიტაძემ.

დღეს ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოში დაკავებულებსი ჯანმრთელობის ცნობებით მივიდნენ. 

ზაქრო ალუთაშვილის ადვოკატმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიბოთი დაავადებული და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

ადვოკატმა ფორმა 100 მოსამართლეს და პროკურორს გადასცა.

დღეს ეკა ბარბაქაძემ არც ადვოკატებსი და არც ბრალდებულების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და  ამირან დოლიშვილი, ირაკლი ჩხვირკვია, გიორგი ქორქია და ზაქრო ალბუთაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

 

მსგავსი სიახლეები