ია დარახველიძეს აქვს ეპილეფსია, მითხრა, რომ წუხელაც ჰქონია... შეიძლება დაეცეს ან გაიგუდოს - ადვოკატი

11.10.25 14:34
ია დარახველიძეს აქვს ეპილეფსია, მითხრა, რომ წუხელაც ჰქონია... შეიძლება დაეცეს ან გაიგუდოს - ადვოკატი

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ მუსიკოსს და კრეატიულ დირექტორს, ირა დარახველიძე ე[ილეფის აქვს - ამის შესახებ რევაზ აჭარაძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ეპილეფსიის შეტევა გუშინ საკანშიც ჰქონდა.

აჭარაძის თქმით, საფრთხეა, რომ ია დარახველიძე დაეცეს, თავი დაარტყას ან სულაც გაიგუდოს.

[ია დარახველიძეს] აქვს ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციალური გულყრებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინის ერთ ნაწილზე ეწყება პრობლემა, მერე შეიძლება ხელის მოძრაობში გამოიხატოს, შეიძლება ყბის ჩაკეტვა, კბილების დარტყმა იყოს, მაგრამ მერე მთლიან ტვინზე ნაწილდება. შეიძლება დაეცეს და თავი დაარტყას, შეიძლება  გაიგუდოს. ფორმა 100 გადავეცით ბრალდების მხარეს და დღეს სასამართლოშიც წარვადგინეთ. 
პროცესზე რომ მოვედი, მითხრა, რომ წუხელაც ჰქონია… შეიძლება მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს, მაგრამ არის გაიდლაინი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, რომ უძილობამ, სტრესმა შეიძლება კიდევ გამოიწვიოს გულყრა, წამლების მიღების გაგრძელების მიუხედავად. წამლები არ არის მარტო ამოსავალი, არ უნდა იყოს სტრესული გარემო, უძილობა", - აცხადებს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები