მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 3 პირი პატიმრობაში გაუშვა

11.10.25 14:50
მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 3 პირი პატიმრობაში გაუშვა

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დაკავებულ სამ პირს, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 

ორ მათგანს - ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალი ორი მუხლით ედება: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. 
ავთანდილ სურმანიძეს კი ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

აღნიშნულ პროცესზე ბრალდებულთა შორის იყო ია დარახველიძე, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

  • წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს 11 საათზე ჩაინიშნა.

ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი ამბობს მოსამართლე გარშაულიშვილის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს.  უფლებადამცველის თქმით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს ქართულად ნათარგმნ სამედიცინო დოკუმნტაციას დაურთავენ და გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში მებრძოლი სურმანიძე შშმ პირი, ის მეორე ინსტნაციამ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. 

  • ბოლო სამი წელია, ავთანდილ სურმანიძე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში იბრძვის. არაერთხელ არის დაჭრილი და მიღებული აქვს კონტუზია. თბილისში საკომისიო შემოწმებაზე გასვლისთვის იყო ჩამოსული, რომ შშმ პირის სტატუსი მიეღო და ხარისხი განსაზღვრულიყო.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები