ანასტასია ზინოვკინა ილია მეორეს: " 15 წუთიანი ცხელი შხაპი საკმარისი არ არის ქალების ჯანმრთელობისთვის"

11.10.25 18:33
ანასტასია ზინოვკინა ილია მეორეს: " 15 წუთიანი ცხელი შხაპი საკმარისი არ არის ქალების ჯანმრთელობისთვის"

ანასტასია ზინოვკინა ილია მეორეს წერილს უგზავნის და ციხეში ქალთა მდომარეობაზე წერს. "კვირაში ორჯერ 15 წუთიანი ცხელი შხაპი საკმარისი არ არის ქალების ჯანმრთელობისთვის"- აღნიშნავს ბრალდებული: 

“ღია წერილი პატრიარქს

მე ანასტასია ზინოვკინა ვარ, პატიმარი ქალაქ რუსთავში მდებარე ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში #5.

დღეს 2025 წლის 19 სექტემბერია, პარასკევი.

ბოლოს მე და მე-5 საპყრობილეში მყოფ სხვა ქალ პატიმრებს ცხელი წყლით შხაპის მიღების შესაძლებლობა გვქონდა 2025 წლის 14 სექტემბერს, ხუთი დღის წინ.

კვირაში ორჯერ 15 წუთიანი ცხელი შხაპი საკმარისი არ არის ქალების ჯანმრთელობისთვის. თუმცა, წყლის მუდმივი გათიშვის, ქვაბის გაფუჭების და ა.შ. გათვალისწინებით, ჩვენ კვირაში ორჯერაც კი არ გვაქვს შხაპის მიღების საშუალება...

ქალების საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება საქართველოს ქალთა ციხეში ერთდროულად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობაც კი ცხელი წყლის ყოველდღიური წვდომის გარეშე ძალიან საზიანოა ქალების ჯანმრთელობისთვის. გოგონები, ახალგაზრდა ქალები, მათ შორის ისინი, ვინც მოგვიანებით სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის განმავლობაში ჯანმრთელობის უკუ შედეგებს იღებენ და მომავალში სამწუხაროდ ვერ ხდებიან დედები.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ნებისმიერი ქალის დაპატიმრება უბრალოდ თავისუფლების აღკვეთა არ არის. ეს არის იმ ბავშვების მკვლელობა, რომელთა გაჩენაც მათ შეეძლოთ, პატიმრობის გარეშე”, - წერს ზინოვკინა პატრიარქს.

მსგავსი სიახლეები