შენგენის ზონაში EU-ს არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ელექტრონული შესვლის და გასვლის სისტემა ამოქმედდა

12.10.25 10:35
შენგენის ზონაში EU-ს არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ელექტრონული შესვლის და გასვლის სისტემა ამოქმედდა

დღეიდან შენგენის ზონაში ამოქმედდა ახალი ელექტრონული შესვლისა და გასვლის სისტემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ამიერიდან ტურისტებს პასპორტში ბეჭდები აღარ დაესმებათ - ახალი სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს სამგზავრო დოკუმენტების მონაცემებს, ქვეყნის შემოსვლისა და გასვლის თარიღებს, ასევე ბიომეტრიულ ინფორმაციას.

ინოვაციის მიზანია სასაზღვრო კონტროლის პროცესის გამარტივება და დაჩქარება, რათა მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს.

მსგავსი სიახლეები