ხელისუფლებავ, მახე, რომელიც ქართველ ერს დაუგეთ, ღმერთი არ გაპატიებთ - მამა ილია თოლორაია

12.10.25 14:33
ხელისუფლებავ, მახე, რომელიც ქართველ ერს დაუგეთ, ღმერთი არ გაპატიებთ - მამა ილია თოლორაია

მამა ილია თოლორაიამ საკვირაო ქადაგებისას "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებზე ისაუბრა და თქვა, რომ მახე, რომელიც მათ ქართველ ხალხს დაუგეს, ღმერთი არ აპატიებთ. მისი თქმით, თუ მათ ეს დანაშაული ეპატიათ, ხვალ უფრო მეტ ბოროტებას ჩაიდენენ.  

დღეს რასაც ვხედავთ ჩენ, ჩვენი ხელისუფლება როგორ ბოროტად ექცევა ადამიანებს და როგორ სწირავს ქართველ ერს, არ ეგონოს ამ ხელისუფლებას, რომ ამას ღმერთი აპატიებს მათ. ერემიან წინასწარმეტყველი ამბობს ასე, რომ ღმერთო, ორმო და მახე დამიგესო და ნუ აპატიებო მათ ამასო და მოსთხოვე პასუხიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, რომლებიც ორმოს თხრიან და ისინი, რომლებიც ადამიანებს მახეს უგებენ, იმ ადამიანებს ღმერთი არ აპატიებს და არც ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ "ღმერთო, აპატიეო", იმიტომ, რომ ეს ადამიანები ხვალ უფრო მეტ ბოროტებას გააკეთებენ, ამიტომ არ ეპატიება ამ ხელისუფლებას, ყველა იმ თანამონაწილეს, ვინც ის ორმო ამოთხარა 4 ოქტომბერს და მხაე დაუგო ქართველ ხალხს და გასწირა ეს ადამიანები. საერთოდ, ღალატე უფრო დიდი ბოროტება არ არსებობს, - თქვა სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებისას. 

მსგავსი სიახლეები